"ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა 19:00 საათამდე გადაიდო

18.04.21 17:00
"ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა 19:00 საათამდე გადაიდო

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 19:00 საათამდე გადაიდო. უცნობია, რა მიზეზით გადაიდო  ჩანიშნული შეხვედრა კიდევ ორი საათით.

შეხვედრა თავდაპირველად 14:00 საათზე ჩაინიშნა, შემდეგ კი 17:00 საათამდე გადაიდო.

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისა და აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მონაწილეობით ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები