მოვუწოდებთ ოპოზიციას, ხელი მოაწეროს დოკუმენტს - "ოცნება"
მმართველი პარტია ოპოზიციას მოუწოდებს, ხელი მოაწერონ შეთანხმების დოკუმენტს. ამის შესახებ “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.
"ქართულმა ოცნებამ", ქვეყნის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს და დამატებით გამოხატა მზადყოფნა თვითმმართველობის არჩევნებზე ნდობის 40%-იანი პრინციპის გამოყენებაზე. "ქართულმა ოცნებამ" შეთანხმების მისაღწევად არაერთი მნიშვნელოვანი კომპრომისული ნაბიჯი გადადგა. ჩვენი მხრიდან ევროკავშირისა და პრეზიდენტ შარლ მიშელის ეგიდით წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა უკვე დაფიქსირებულია. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მოვუწოდებთ ოპოზიციას, ქვეყნის ინტერესები დააყენოს ყველაფერზე მაღლა და ხელი მოაწეროს აღნიშნულ დოკუმენტს - წერია განცხადებაში.
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეხვედრა კიდევ 2 საათით, 19 საათამდე, გადაიდო.