შარლ მიშელი „ოცნებას“ და ოპოზიციას ახალი წინადადებებით მიმართავს -კარლ ჰარცელი

18.04.21 20:14
შარლ მიშელი „ოცნებას“ და ოპოზიციას ახალი წინადადებებით მიმართავს -კარლ ჰარცელი

შარლ მიშელი „ოცნებას“ და ოპოზიციას ახალი წინადადებებით მიმართავს - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, ცოტა ხნის წინ მედიასთან გააკეთა. ჰარცელის თქმით, პარტიებმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს.

 

შეთანხმების ტექსტი გადაცემული იყო ყველა პარტიისადმი, სანამ მოხდებოდა ეს შეხვედრა, რამდენიმე პარტიამ ითხოვა დრო და ჩვენ ეს გავითვალისწინეთ. ეს დღევანდელი შეხვედრა შედარებით მოკლე იყო, ჩვენ ველოდებით, როდის დაბრუნდებიან პარტიები უკან, რომ თავიანთი გადაწყვეტილება გვაცნობონ იმისთვის, რომ ამ პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში ჰქონდეს დასასრული - განაცხადა ჰარცელმა.

ახალი დოკუმენტი 5 პუნქტისგან შედგება - მასში საუბარი ვადამდელი არჩევნების შესაძლო ჩატარებაზეც არის. დოკუმენტში ასევე წარმოდგენილია პოლიტპატიმრების გათავისუფლების გზები. 

მსგავსი სიახლეები