უკვე არის ჩანაწერი, როგორ შეიძლება, მივიდეთ არჩევნებამდე - ხათუნა სამნიძე
შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში მკაფიოდ არის საუბარი პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და არჩევნებამდე მისასვლელ კონკრეტულ გზებზე - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ, შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
დოკუმენტი, რომელიც დადო მიშელმა, არის ძალიან პოზიტიური პროგრესი, აქ უკვე არის ჩანაწერი, როგორ შეიძლება, მივიდეთ არჩევნებამდე და რაც მთავარია, ეს არის 2 პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების საკითხი. ჩანაწერი არის მკაფიო, ამის გათვალისწინებით არის კონკრეტული გზები, როგორ უნდა გათავისუფლდეს უახლოეს მომავალში, უახლოეს დღეებში, ორივე პატიმარი," - ამბობს ხათუნა სამნიძე.