"სალაპარაკო იყო ოპოზიციასთან" - მდინარაძემ განმარტა, რატომ არ მივიდნენ შეხვედრაზე

19.04.21 00:11
"სალაპარაკო იყო ოპოზიციასთან" - მდინარაძემ განმარტა, რატომ არ მივიდნენ შეხვედრაზე

"შეხვედრაზე არა „ქართულ ოცნებასთან“, არამედ სალაპარაკო იყო ოპოზიციასთან" - ასე განმარტა "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, რატომ არ მივიდნენ დღეს ელჩებთან შეხვედრაზე. ამის შესახებ მდინარაძემ "იმედთან" ისაუბრა.

ჩვენ ამის შესახებ პარტნიორები წინასწარ ჩავაყენეთ საქმის კურსში და ბუნებრივია, მათ ეს იცოდნენ. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ამ შეხვედრაზე არა ,,ქართულ ოცნებასთან", არამედ სალაპარაკო იყო ოპოზიციასთან დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით.

პარტიის თავმჯდომარე არ იმყოფება საქართველოში, პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაშია. შესაბამისად, ამ ეტაპზე შეუძლებელია პოლიტსაბჭოს სხდომის და უმრავლესობის შეკრების სრულფასოვნად ჩატარება. როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება, პოლიტსაბჭო და უმრავლესობა შეიკრიბება და გავახმოვანებთ პარტიის ერთიან პოზიციას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით - ამბობს მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრას ოპოზიციის ლიდერები და ელჩები - კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი-ესწრებოდნენ.