რუსი აგრესორების კიდევ ერთი მსხვერპლი - უკრაინაში ქართული ლეგიონის წევრი მოკლეს

19.04.21 10:07
რუსი აგრესორების კიდევ ერთი მსხვერპლი - უკრაინაში ქართული ლეგიონის წევრი მოკლეს

უკრაინაში "ქართული ლეგიონის" წევრი დაიღუპა. კომანდოს დავით შარტავას რუსმა აგრესორებმა ГП-25 ის ჭურვი ჩაუგდეს სანგარში.

უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი "ტვ პირველთან
 ჰყვება, რომ აფეთქების შედეგად ქართველ მებრძოლს ჭურვის ნამსხვრევები თავში მოხვდა. 

ქართველი სამხედრო უკრაინის სუვერინიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად 2016 წლიდან იბრძოდა.

ის 2008 წელს ასევე მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში. 

მსგავსი სიახლეები