შარლ მიშელის დოკუმენტი - ფაქტმა სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება გამოიწვია

19.04.21 11:15
შარლ მიშელის დოკუმენტი - ფაქტმა სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება გამოიწვია

მოძრაობა "სირცხვილია" ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას"  მოუწოდებს, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერონ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციას ეკისრება პასუხისმგებლობა, იბრძოლოს ვადამდელი არჩევნებისთვის თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვების გზით.

"სირცხვილიას" პოზიციას კატეგორიულად არ ეთანხმებიან "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები. მათი თქმით, 20 ივნისის მონაწილე პირებისგან ეს განცხადება უსაფუძვლოა. "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციამ შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი არ უნდა მოაწეროს. ისინი ამბობენ, რომ დოკუმენტში არ არის გაწერილი სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის შესახებ, რომელიც აქტივისტების წინააღმდეგ მიმდინარეობს. 

20 ივნისის მთავარი პერსონების მხრიდან ცოტა გასაკვირი არის ეს პოზიცია. პროტესტანტებს საამნისტიო არაფერი ჩაუდენიათ, პოლიციის მხრიდან კი ნამდვილდა ჰქონდა ადგილი კანონის უხეშ დარღვევას, შესაბამისად, ამ მიმართულებით ამნისტია არის სრულიად მიუღებელი, - ამბობს ზვიად კუპრავა. 

მოძრაობამ ასევე წერილობით განცხადებაც გაავრცელა, სადაც აფიქსირებს პოზიციას, რომ ვადამდელი არჩევნების გარეშე ყველა დოკუმენტი ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

ჩვენ უნდა დავიცვათ ევროპული დემოკრატია საქართველოში, რაც გამორიცხავს გაყალბებულ არჩევნებზე შეგუებას!... ვადამდელი არჩევნების გარეშე ყველა დოკუმენტი ეწინააღმდეგება სწორედ ევროპულ ღირებულებებს!, - ნათქვამია მოძრაობა "საქართველოსთვის" განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები