"რუს პოლიტიკოსებს "ოცნების" პოლიტიკა მოსწონთ " - "ალტ-ინფოს" ლიდერები მოსკოვში ჩავიდნენ

13.07.22 11:30
"რუს პოლიტიკოსებს "ოცნების" პოლიტიკა მოსწონთ " - "ალტ-ინფოს" ლიდერები მოსკოვში ჩავიდნენ

პრორუსული დაჯგუფების წევრები რუსეთში ჩავიდნენ. "კონსერვატიული პარტიის" ლიდერები კრემლს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას და პირდაპირი ფრენების აღდგენას თხოვენ.

პუტინისტური წევრები ამბობენ, რომ რუს პოლიტიკოსებს "ოცნების" პოლიტიკა მოსწონთ და ისინი ურთიერთობის აღდგენის რესურსს ხედავენ.

ოკუპანტ ქვეყანაში იმყოფებიან პარტიის თავმჯდომარე, გიორგი ქარდავა და გენერალური მდივანი შოთა მარტინენკო

პარტიის ლიდერები შეხვდებიან სხვადასხვა პოლიტიკოსებს. ძირითადი საკითხები არის უვიზო მიმოსვლის აღდგენა, რაც შეიძლება მალე და პირდაპირი ფრენების აღდგენა რუსეთ-საქართველოს შორის. 

ვისაც  შევხვედრივართ, დუმის დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობა შეწუხებული და მოტივირებულია, რომ რაც შეიძლება მალე უვიზო მიმოსვლაც იყოს და ფრენებიც. ალტ-ინფომ თავის თავზე დიდი ხნის წინ იკისრა, რომ ერთ-ერთი გადამწყვეტი რგოლია რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების დასტაბილურების.

გაცილებით უფრო სიმპათიებს იწვევს მათში ეს ხელისუფლება, ვიდრე წინამორბედები. სანქციებს არ შეუერთდნენ და ცდილობენ, რომ ევროპელებისგან მოხვეული უაზრო რიტორიკა თავზე არ მოიხვიონ"- ითხრა "ტვ პირველს" კოკა მორგოშიამ.

მსგავსი სიახლეები