შეთანხმება საქართველოს უფრო ძლიერს გახდის - საფრანგეთის ელჩი

19.04.21 14:18
შეთანხმება საქართველოს უფრო ძლიერს გახდის - საფრანგეთის ელჩი

„შეთანხმება საქართველოს უფრო ძლიერს გახდის და ჩვენ - საფრანგეთსა და ევროკავშირს- ძლიერი საქართველოს ნახვა გვსურს - საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი, სოციალურ ქსელში  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, ახალ წინადადებას  გამოეხმაურა.

შეთანხმება საქართველოს უფრო ძლიერს გახდის და ჩვენ - საფრანგეთსა და ევროკავშირს -  ძლიერი საქართველოს ნახვა გვსურს. გასული დღეებისა და საათების განმავლობაში პარტიებმა შეთანხმების მიღწევის პროცესის დასრულებისადმი ინტერესი გამოხატეს. სიმამაცის, თავდაჯერებულობის გამოხატვისა და ერთიანობის ძიების დროა - წერს კოლასი.

მსგავსი სიახლეები