"ლექსო ლაშქარავას სიკვდილი თქვენს კისერზეა" - რა უთხრა ვატო წერეთელმა ანრი ოხანაშვილს

19.07.22 22:00
"ლექსო ლაშქარავას სიკვდილი თქვენს კისერზეა" - რა უთხრა ვატო წერეთელმა ანრი ოხანაშვილს

"ტვ პირველის" დამფუძნებელი პირველად ამბობს, რა უთხრა აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მყოფ "ქართული ოცნების" დეპუტატს, რასაც ანრი ოხანაშვილის მიერ ძალადობის დარგანიზება და ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა. 

ვატო წერეთელი ამბობს, რომ მან მმართველი პარტიის ლიდერს უთხრა, რომ "ლექსო ლაშქარავას სიკვდილი მათ კისერზე იყო". 

ლექსო ლაშქარავას თემა იყო ის ყურში გადაჩურჩულება ანრი ოხანაშვილის მიმართ... ანრი ოხანაშვილი ვნახე, მოდიოდა ლექსო ლაშქარავას წლისთავი და ჩვენ ამაზე სულ ვლაპარაკობთ, დღე არ გადის.

ვუთხარი, ლექსო ლაშქარავას სიკვდილი თვენს კისერზე ჰკიდიამეთქი... "-აღნიშნა ვატო წერეთელმა. 

"ტვ პირველის"დამფუძნებელი აზუსტებს, რომ წინადადება "არ შეგრჩებათ" არ უთქვამს. 

თქვენს კისერზე არის ლექსო ლაშქარავას სიკვდილიმეთქი და მართლა, ამ ახალგზრდა ბიჭის, ძალიან მაგარი ბიჭის სიკვდილი რომელიც ამ ქვეყნის თავისუფლების სიმბოლოდ იქცევა და იქცა, მართლა არის ირაკლი ღარიბაშვილის და პარლამენტის კისერზე"- დასძინა წერეთელმა. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები