ჩვენი სამშობლო თავგასული ოლიგარქის უკანა ეზო არ არის - დეკანოიძე

19.04.21 15:36
ჩვენი სამშობლო თავგასული ოლიგარქის უკანა ეზო არ არის - დეკანოიძე

,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ხატია დეკანოიძემ, ამბობს, რომ სამშობლო გასათავისუფლებელია. მისი თქმით, ქვეყანას ნამდვილად აქვს ნათელი მომავალი - ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავალი, ნატო, ევროკავშირი: 

დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენს ღირებულებებში, ვინც აქ ხართ, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები. დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, გვაქვს ერთი შეხედულება ჩვენს სამშობლოზე. ჩვენი სამშობლო უნდა იყოს თავისუფალი. ჩვენი სამშობლო არ არის თავგასული ოლიგარქის, ივანიშვილის, უკანა ეზო. სწორედ ამიტომ, 15 მაისს ყველა უნდა შევიკრიბოთ, ვიყოთ ბევრი და ხელისუფლებას, რომელიც ერთიანი ფარცხალაძის ხელისუფლებაა და მეტი არაფერი, ვუთხრათ - დიახ, თუ ისეთივე თავგასულები იქნებით, აუცილებლად გაიგებთ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეების ხმას"- განაცხადა დეკანოიძემ. 

რიყეზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და მხარდამჭერების შეკრება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. 

მსგავსი სიახლეები