შავი ფული კრემლიდან - 76 პრორუსული ორგანიზაცია საქართველოში, რომლებიც ოკუპანტის სასარგებლოდ მუშაობენ
76 ორგანიზაცია, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დალაგებაზე მუშაობს - გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა „აი ფაქტმა“ შეისწავლა და იპოვა ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ მუშობენ და ამბობენ, რომ ის ოკუპანტი არ არის.
2013 წლის შემდეგ ასეთი პრორუსილი არასამთავრობოები განსაკუთრებით მომრავლდა.
გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი ამბობს, რომ აღნიშნული ორგანიზაციები ატარებენ ტრენინგებს და იღებენ შავ ფულს კრემლიდან.
მათი თქმით, რუსეთის მიზნების მქონე ორგანიზაციები ფინანსდებიან ქართველებისგანაც, ასეთია გრიბოედოვის თეატრში არსებული ორგზანიზაცია, რომელსაც ბანკი „ქართუ“ და პირადად ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში აფინანსებდა.
ამ 76 ორგანიზაციას წესდებაში პირდაპირ აქვს მითითებული რუსეთთან დაახლოება. ისინი ძრითადად დარეგისტრირებულნი არიან თავიანთ სახლებში, არ აქვთ ფაქტობრივი მისამართები და მათ აფინანსებთ რაღაც სხვა ძალა, რომელიც შეიძლება იყოს შავი ფული. ეს ორგანიზაციები ყველაზე საშიშ იმიტომ არის, რომ ზოგიერთი მათგანი აწარმოებს იმ რუსების დახმარებას, რომლებიც შემოდიან საქართველოშ და მათ ასწავლიან, როგორ დაარეგისტრირონ ბიზნესი და უძრავი ქონება“.- ამბობს ექსპერტი.
76 ორგანიზაციიდან ძირითადი ნაწილი დედაქალაქში არის რეგისტრირებული, ექსპერტების თქმით, ისინი არიან ჰიბრიდული ომის ნაწილი და ჩვენს სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შესაძლოა ძვირად დაუჯდეს მათი მუშაობა, რადგან ისინი საზოგადოებრივი აზრის რუსული წესებით ჩამოყალიბებას ცდილობენ.