კატეგორიულად მიუღებელია მედიატორის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის ჩანაწერი ამნისტიაზე - "შეცვალე"

19.04.21 17:38
კატეგორიულად მიუღებელია მედიატორის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის ჩანაწერი ამნისტიაზე - "შეცვალე"

მოძრაობა "შეცვალე" პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

სამოქალაქო აქტივისტები აღნიშნავენ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსვლის ერთადერთი გზზა სამართლიანი ვადამელი არჩევნები ან ისეთი შეთანხმებაა: 

საქართველოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის სამართლიანი ვადამდელი არჩევნები, ან ისეთი შეთანხმება, რომელშიც მკაფიოდ იქნება გაწერილი ასეთი არჩევნების თარიღი ან მასთან მისასვლელი რეალური გზა და არა ის არარელევანტური ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს ბმას ადგილობრივი არჩევნების შედეგებსა და ცენტრალურ არჩევნებს შორის. სწორედ ასეთი დამოკიდებულების გაჩენა თვისობრივად განსხვავებულ არჩევნებს შორის არღვევს დემოკრატიის პრინციპებს. 
ასევე, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მედიატორის მიერ შემოთვაზებული დოკუმენტის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უნდა გამოიცეს ფართო ამნისტია, რომელიც შეეხება ''გავრილოვის ღამის'' სისხლიან მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას. მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჩვენთვის თვალებში დამიზნებით მსროლელი და ამის ბრძანების გამცემებს შორის ტოლობის დასმა ნიშნავს-ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების ჯერ დამნაშვეებად შერაცხვას და შემდეგ შეწყალებას. 
საყურადღებოა ისიც, რომ 20 ივნისის ღამიდან აქტივისტები მუდმივი დევნისა და რეპრესიების ობიექტი ვართ ''ქართული ოცნების'' მხრიდან. ჩვენ უკანონოდ გვაკავებენ, გვაჯარიმებენ, გვიყადაღებენ საბანკო ანგარიშებს, ჩვენზე აღძრეს სისხლის სამართლის საქმეები და ამის მოლოდინშია კიდევ უამრავი აქტივსტი-ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებას სურს მსგავსი მექანიზმებით ჩაახშოს პროტესტი. ამ ვითარებაში, ბატონი მიშელის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის თანახმად, მართლმსაჯულების რეფორმა არ ეხება სასამართლოში არსებულ კლანს, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნის ერთ-ერთ საკვანძო ინსტრუმენტს წარმოადგენს"- წერია განცხადებაში. 

 

მსგავსი სიახლეები