თუ ვაშაძე ხელს მოაწერს დოკუმენტს, ბუნებრივად გაიყოფა ჩვენი გზები - ჩარკვიანი
„კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკი შესაძლოა, დატოვოს. ჩარკვიანის განმარტებით, ამის მიზეზი გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებაა.
თუ გადახედავს, ძალიან გამიხარდება. მენანება გიორგი, რომ ასეთ საჭურის დოკუმენტს ხელი მოაწეროს. მე ვთვლი, რომელიც იმ ცვლილებას, რისთვისაც ქუჩაში გამოვედით და აშშ-ს სენატში მოგვითითეს, რომ სასამართლოს კლანია და რომ ოლიგარქიული მმართველობა მძლავრობს, ამ ყველაფრის შეცვლა შენ არ შეგიძლია, რატომ უნდა მოაწერო ხელი? თუ ეს ასე არ იქნება, ბუნებრივად გაიყოფა ჩვენი გზები, - აცხადებს ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დოკუმენტზე ხელის მოწერის მომხრეა.
ილუზია არ ჰქონდეს არავის, პირდაპირი გზავნილია ასეთი. დაიდო დოკუმენტი, ესაა საბოლოო დოკუმენტი, აიღეთ და ან კარგად ბრძანდებობდეთ, - ამბობს ვაშაძე.