პოლიტიკური კრიზისი - ფასილიტატორი ელჩები ,,ენმ"-ს წევრებს შეხვდნენ
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და ფასილიტატორ ელჩებს შორის შეხვედრა დასრულდა. "ტვ. პირველის" კორესპონდენტის ცნობით, ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელისა და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრას კობა ნაყოფია, აკაკი მინაშვილი, სალომე სამადაშვილი და თინა ბოკუჩავა ესწრებოდნენ.