ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულება - ოპოზიციის სამუშაო ჯგუფი მუშაობას დღეიდან იწყებს

25.07.22 11:27
ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულება - ოპოზიციის სამუშაო ჯგუფი მუშაობას დღეიდან იწყებს

ოპოზიციის სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ევროკომისიიის მოთხოვნების შესასრულებლად  კანონში ცვლილებები უნდა მოამზადოს, მუშაობას დღეიდან იწყებს. ხელისუფლების სამუშოა ჯგუფის გარდა, ახლა პარლამენტში მეორე, ოპოზიციის სამუშაო ჯგუფიც იქნება. 

ხელისუფლების ოპონენტებს არ სჯერათ, რომ "ქართულ ოცნებას" რეფორმების გატარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია რეალურად უნდა. 

დღეს  იწყება  სამი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა  მართლმსაჯულების, საარჩევნო და ანტიკორუფციული  მიმართულებით. ეს არის რეალური პროცესი , მაქსიმალურად ინკლუზიური, სადაც ჩართულები არიან როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი პარტიები, ასევე, დაოუკიდებელი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციები. რაც შეეხება  იმას, ალტერნატიული პროცესია თუ არა, გეტყვით, რომ არა, ეს არის რეალური პროცესი. განცხადებებს აკეთებს კომისია შესვლასთან დაკავშირებით , რომ არ არის სასამართლოს მიმართულებით პრობლემები, ოლიგაქრია და დეოლიგარქია ეხება თურმე მხოლოდ  „ლელოს“ დამფუძნებლებს და ა.შ. რომ წინასწარვე პროცესი არ იძლევა იმის ვარაუდს, რომ შედეგზე იქნება ორიენტიებული, - ამბობს  „ლელოს“ საპარლამენტი მდივანი ლანდა გალდავა. 

პარლამენტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ ოპოზიცია ალტერნატიულ რეალობაში ცხოვრობსს. მმართველი გუნდის წევრის თქმით, ოპონენტებს ხელისუფლების მიერ წამოწყებული პროცესის დისკრედიტირება სურს. 

ეს ალტერნატიული პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ისინი ალტერნატიულ რეალობაში ცხოვრობენ საერთოდ. გაუგებარია, როგორ შეიძლება სამმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელსაც ხმების ერთი მესამედცი კი არ აქვს პარლამენტში, რანაიარად შეიძლება იმან დაიწყოს რაღაცა პროცესი  მაშინ, როდესაც უკვე დაწყებულია პროცესი  მმართველი პარტიის ინიცირებით. ეს არის ძალიან უბადრუკი მცდელობა იმისა, რომ დისკრედიტაცია მოახდინოს იმ სამუშაო პროცესის,  რომელსაც ხელისუფლება ეწევა, - ამბობს ნიკოლოზ  სამხარაძე. 

მსგავსი სიახლეები