მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, მოაწერონ ხელი მიშელის დოკუმენტს - IDFI

19.04.21 18:06
მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, მოაწერონ ხელი  მიშელის დოკუმენტს - IDFI

"ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტი" ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს, ხელი მოაწერონ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს. IDFI-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა პრეცედენტული ძალისხმევა გაიღეს საქართველოს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად.

მისასალმებელია, რომ მმართველი პარტიის, ასევე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლმა გამოხატეს შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერის მზადყოფნა.
 მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას მიიღონ ქვეყნის ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ მოაწერონ ხელი შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ  დოკუმენტს"
- აღნიშნულია განცხადებაში.