შეთანხმების დოკუმენტი არ არის კრიზისის გადაჭრის გზა - ელენე ხოშტარია

19.04.21 19:58
შეთანხმების დოკუმენტი არ არის კრიზისის გადაჭრის გზა - ელენე ხოშტარია

შეთანხმების დოკუმენტი წინაზე არსებითად უკეთესია, მაგრამ  სამწუხაროდ, ის არ არის კრიზისის გადაჭრის გზა - ამის შესახებ ,,დროას" დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ, განაცხადა. პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ის პარლამენტში შესვლას მაინც ვერ შეძლებს, რადგან მანდატი იმ პარტიის ეკუთვნის, რომელიც დატოვა.

როგორც იცით, მე ,,ევროპული საქართველო" დავტოვე, შესაბამისად, სადეპუტატო მანდატი ეკუთვნის პარტიას და არა მე. არ მიმაჩნია კეთილსინდისიერად, ვისარგებლო იმით, რაც მე არ მეკუთვნის
მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვნად მიმაჩნია დავაფიქსირო ჩემი პოზიცია:
ვფიქრობ, რომ არსებული კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზა, არის ახალი, სამართლიანი არჩევნების გზით არჩეული მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების დოკუმენტი წინაზე არსებითად უკეთესია, სამწუხაროდ, ის არ არის კრიზისის გადაჭრის გზა. 
შესაბამისად, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, კიდევ ბევრია სამუშაო კრიზისის გადასალახად. პირველ რიგში პოლიტ პატიმრების გამოშვება და პოლიტიკური დევნის სამარცხვინო პრაქტიკის დასრულება.
როგორც ბოლო თვეების გამოცდილებამ გვანახა, კრიზისიდან გამოსვლის გზაზე ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ოპოზიციის ერთიანობა და საერთაშორისო ჩართულობა - წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

 

 

 

 დოკუმენტს, რომელიც პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ევროსაბჭოს პრეზიდენტმა წარმოადგინა, ხელი მმართველმა პარტიამ უკვე მოაწერა. ოპოზიციური პარტიების უმეტესობა აპირებს, დოკუმენტს დაეთანხმოს.  ,,ნაციონალური მოძრაობა" ჯერ-ჯერობით თავს იკავებს და კონსულტაციებს მართავს.

მსგავსი სიახლეები