დოკუმენტის პრინციპებს ვიზიარებ, მაგრამ საჭიროა იმპლემენტაცია - სააკაშვილი

19.04.21 21:26
დოკუმენტის პრინციპებს ვიზიარებ, მაგრამ საჭიროა იმპლემენტაცია - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის პრინციპებს იზიარებს, თუმცა მთავარი პრობლემა მისი აღსრულების მექანიზმია. ამის შესახებ სააკაშვილმა ტვ პირველზე, ეკა მიშველაძის "საჯარო პოლიტიკაში" განაცხადა. ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი სააკაშვილს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით აქვს.

ამ დოკუმენტის პრინციპებს ვიზიარებ, მაგრამ დოკუმენტის იმპლემენტაციის მექანიზმი არის საჭირო, თუ არ იქნა იმპლემენტაციის მექანზიმი, თუ არ იქნა როგორ მივდივართ იქ რომ მართლა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები,მართლა კარგად დაითვალონ ხმები, სასამართლოში არავინ გააუქმოს შედეგები, მაშინ მივალთ შედეგამდე, თუ იმპლემენტაციის მექანიზმი არ არის, შეგვიძლია ყველამ ხლეი მოვაწეროთ და მერე სად მივდივართ? რას ვამბობ რაც არის არალოგიკური? თამარ ჟვანიამ არ უნდა დაითვალოს ხმები, კომისია უნდა დანიშნოს ყველა მხარემ რომ არცერთს არ გვქონდეს უპირატესობა.