ენმ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე თავს იკავებს, სამადაშვილი ხელს ინდივიდუალურად აწერს

19.04.21 22:09
ენმ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე თავს იკავებს, სამადაშვილი ხელს ინდივიდუალურად აწერს

ნაციონალური მოძრაობა შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე თავს იკავებს, ენმ-ს წევრი, სალომე სამადაშვილი კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალირ დოკუმენტს ხელს ინდივიდუალურად აწერს.

ოპოზიციონერი ამბობს, რომ ის შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს აწერს როგორც "ინდივიდუალური პარლამენტის წევრი".

ნაციონალური მოძრაობა თავს შეიკავებს დოკუმენტის ხელმოწერისგან, სანამ ნიკა მელია პატიმრობაშია. ასევე, პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებით, მე გადავწყვიტე,  როგორც ინდივიდუალურმა წევრმა პარლამენტის, ხელი მოვაწერო  დოკუმენტს", - უთხრა მედიას სამადაშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები