გურამ მაჭარაშვილმა ,,ქართული ოცნება" დატოვა და ე.წ. ,,ტრიოს" შეუერთდა

28.07.22 13:20
გურამ მაჭარაშვილმა ,,ქართული ოცნება"  დატოვა და ე.წ. ,,ტრიოს" შეუერთდა

,,ქართული ოცნება" კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა. გურამ მაჭარაშვილი ე.წ. ტრიოს შეუერთდა. საპარლამენტო უმრავლესობის უკვე ყოფილმა წევრმა ,,ტვ პირველთან" მმართველი პარტიის დატოვების მიზეზზე ისაუბრა.

გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ სურს, ტრიოს წევრების მსგავსად, სიმართლე უთხრას საზოგადოებას, რასაც ,,ოცნების" წევრის პოზიციიდან ეფექტურად ვერ მოახერხებდა.

როგორც ჩემმა კოლეგებმა, მეც მივიჩნიე საჭიროდ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოქვეყნდა და იყო ადეკვატური რეაქცია საზოგადოების მხრიდან.

როგორც ჩანს, ამართლებს პოლიტიკა საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების. გამომდინარე აქედან და არა სხვა მიზეზის გამო , რადგან ,,ოცნებასთან" არანაირი პრინციპული შეუთავსებლობა არ მაქვს, მივიღე გადაწყვეტილება და ვუერთდები ყაველაშვილი, სუბარი, ხუნდაძის ტრიოს - განუცხადა ,,ტვ პირველს" გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი სიახლეები