"ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს" - აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან
მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები ამ წუთებში ორბელიანის სასახლესთან აქციას მართავენ. აქტივისტები ოპოზიციური პარტიების მიერ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერას აპროტესტებენ.
"ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს" - აცხადებენ აქციის მონაწილეები.