ინფანტილურად გამოიყურება ,,ენმ"-ის პოზიცია - ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა - სამადაშვილი

20.04.21 00:18
ინფანტილურად გამოიყურება ,,ენმ"-ის პოზიცია - ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა - სამადაშვილი

„სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ,,ენმ"-ის პოზიცია - ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა, წარმატებები - ამის შესახებ სოციალურ ქსელში   სალომე სამადაშვილი წერს.

სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ,,ენმ"-ის პოზიცია-მელიას გამოშვების გარეშე არ მოვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს, მაგრამ სხვებმა მოაწერონ, მელია და რურუა გამოაშვებინონ, მერე, ვინც მოაწერს, იმათ ,,მოღალატეს’"დავუძახებთ”. ოღონდ, მელიას გამოსვლის შემდეგ, თვითონაც აპირებენ პარლამენტში შემოსვლას. უხერხულია, მხოლოდ ამას ვიტყვი. ტალახს მაინც არ ვისვრი. ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა. წარმატებები”, - წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სალომე სამადაშვილმა მიშელის დოკუმენტზე ხელი დამოუკიდებლად მოაწერა. "ნაციონალურ მოძრაობას" შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია. 

ტვ პირველის ინფორმაციით, სალომე სამადაშვილი სამომავლო გეგმებზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს.