მივესალმებით საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას - სახელმწიფო დეპარტამენტი

20.04.21 09:57
მივესალმებით საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას - სახელმწიფო დეპარტამენტი

 საქართველოში მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება. დოკუმენტზე ხელმოწერას დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი Twitter-ზე ეხმაურება. 

მივესალმებით 19 აპრილს საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას. კეთილსინდისიერების ეს ნიშანი მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის. მისი განხორციელება თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება. ერთგული ვრჩებით, დავეხმაროთ საქართველოს, რომ ამ შეთანხმებამ თავის მისწრაფებებს მიაღწიოს",- წერს Twitter-ზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი.