გიწვევთ შეთანხმების ხელმოსაწერად - ჰარცელი დეპუტატებს

20.04.21 10:06
გიწვევთ შეთანხმების ხელმოსაწერად - ჰარცელი დეპუტატებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პარლამენტის არჩეულს დეპუტატებს მიმართავს და  შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოსაწერად EU-ს წარმომადგენლობაში იწვევს.

საქართველოს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს: თქვენ მოწვეულნი ხართ ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად, ხვალ (სამშაბათს) დილის 9:00 საათიდან. დიდი მადლობა! - წერს კარლ ჰარცელი.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა შედგა - "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციის დიდმა ნაწილმა შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ ახალ დოკუმენტს ხელი გუშინ მოაწერეს.

">

 

 

 

მსგავსი სიახლეები