აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს პარლამენტს შეთანხმების მიზნების მიღწევაში - ამერიკის საელჩო

20.04.21 10:12
აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს პარლამენტს შეთანხმების მიზნების მიღწევაში - ამერიკის საელჩო

აშშ-ს საელჩო ოპოზიციის ნაწილისა და "ოცნების"  შეთანხმების ტექსტზე ხელმოწერას ეხმიანება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ მზადაა, პარლამენტს დაეხმაროს შეთანხმების მიზნების მიღწევაში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა მნიშველოვანი ნაბიჯია, რითაც სრულდება მრავალთვიანი მოლაპარაკებები, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თანაბრად მნიშვნელოვანია მისი განხორციელებაც.

ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს პარლამენტს, ამ შეთანხმების მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად.

ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტის ცალკეულ დეპუტატებსა და დანარჩენ პარტიებს, ხელი მოაწერონ ამ შეთანხმებას, რათა სრულად ფუნქციონირებად პარლამენტში საქართველოს ყველა არჩეულმა წარმომადგენელმა ქვეყნის წინაშე არსებულ გადაუდებელ საკითხებზე ერთობლივი მუშაობა დაიწყოს. როგორც ყოველთვის, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკური ერების ოჯახში  სრულად ინტეგრაციის გზაზე", - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები