სახე არ უნდა დავკარგოთ - დეკანოიძის სოლიდარობა სამადაშვილს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის მიერ მიშელის დოკუმენტზე ხელის დამოუკიდებლად მოაწერამ ,,ენმ"-ს წევრებსა და მხარდაჭერების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, სამადაშვილს სოლიდარობას უცხადებს:
ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებები მხოლოდ ლოზუნგები არ არის.
ევროპული მსოფლმხედველობა ერთმანეთის აზრის და პოზიციის პატივისცემაა, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ის.
სალომე სამადაშვილს არ ვეთანხმები, მძიმე იყო ზურაბიშვილთან მისი ხილვა, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია მასზე ის პერსონალური თავდასხმა, რომელსაც სოციალურ ქსელში ვხედავთ.
ყველას ვთხოვ თავშეკავებას და განსხვავებული პოზიციის მიმღებლობისკენ მოვუწოდებ. პოლიტიკურად შეგვიძლია, ვიკამათოთ. სახე არ უნდა დავკარგოთ"- დაწერა დეკანოიძემ.