1792 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში - კორონავირუსის სტატისტიკა

20.04.21 10:45
1792 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში - კორონავირუსის სტატისტიკა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1792   ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 663 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 ადამიანი გარდაიცვალა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,79 %-მდე გაიზარდა, ბოლო 14 დღის -  3,24 %-ია.

ბოლო 24 საათში  30 940 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 22 256, PCR ტესტით - 8 684.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. 

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 140 მილიონს გადააჭარბა, 2.9 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

 

მსგავსი სიახლეები