პარტია ფაქტიურად დავტოვე - სალომე სამადაშვილი
სალომე სამადაშვილის განცხადებით, მან პარტია ფაქტობრივად დატოვა. ამის შესახებ "ტვ პირველთან" ისაუბრა. სამადაშვილი ფიქრობს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დიდი შეცდომა დაუშვა, როცა მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.
მე პარტია ფაქტიურად დავტოვე. გამოდის, იმიტომ რომ პარტიის გადაწყვეტილება იყო სხვა და ჩემი გადაწყვეტილება იყო სხვა. შესაბამისად მე "ნაციონალური მოძრაობის" სახელით აღარ ვსაუბრობ ამ ეტაპზე. შემიძლია ვთქვა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც ხელი არ მოაწერა ამ დოკუმენტს. გაუგებარი არის "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია, მათი პოზიციაა, რომ პარლამენტში არ შედიან, როცა ამბობენ რომ ნიკა მელიას გათავისუფლების გარეშე არ შედიან, ჩვენ სწორედ ამიტომ მოვაწერეთ ხელი ამ შეთანხმებას, რომ პარლამენტში მიეცეს ნიკა მელიას საპატიმროდან გამოსვლის შესაძლებლობა, ამიტომ სრულიად გაუგებარია "ნაციონალური მოძრაობის პოზიციონირება ამ შემთხვევაში" - ამბობს სალომე სამადაშვილი
შეგახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილი ამ დრომდე ოფიციალურად "ნაციონალური მოძრაობის" წევრია.სამადაშვილის თქმით, პარტიის სახელით საქმიანობას ამ ეტაპზე აღარ აგრძელებს. სამადაშვილმა მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელი არა პარტიის სახელით, არამედ ინდივიდუალურად მოაწერა. სამადაშვილის ამ გადაწყვეტილებას თანაპარტიელებისა და ოპოზიციის დიდი ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.