ვეძებთ ყველგან - ოზურგეთში 17 წლის გოგოს ეძებენ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელს, 17 წლის მარიამ ბურჭულაძეს, ოჯახის წევრები და პოლიცია მეორე დღეა, უშედეგოდ ეძებს.
გოგონას ბიძა "პირველებთან" საუბარში ამბობს, რომ სკოლის მოსწავლემ დაწესებულება გუშინ დღისით დატოვა და მას შემდეგ მას კონტაქტი არავისთან არ ჰქონია.
მისივე ინფორმაციით, ბოლოს ის ვიდეოკამერამ ოზურგეთი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე ფეხით მიმავალი დააფიქსირა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს შემდეგ კი გოგონას კვალი იკარგება.
დილით სკოლაში მივიდა. არაჩვეულებრივ ხასიათზე იყო. სკოლიდან კი, როგორც კამერის ჩანაწერებით ირკვევა, ფეხით არის ჩამოსული მუხაესტატემდე. მეტი არაფერი ვიცით და პოლიციასთან ერთად ვეძებთ"- აღნიშნა "ტვ. პირველთან" გოგონას ბიძამ.
მისივე თქმით, გოგონას კონფლიქტი არავისთან ჰქონია და მათთვის გაუგებარია, რა მოხდა.
"ვეძებთ ყველგან - მუხაესტატეში, ქობულეთში"- ამბობენ დაკარგული გოგონას ახლობლები.
ოჯახის წევრები თხოვნით მიმართავს ყველას, ვისაც რაიმე ინფორმაცია გააჩნია დაკარგული გოგონას შესახებ, დაუკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს.