ვწუხვარ, რომ ანგარიში არ გაუწია თანაგუნდელებს - ხაბეიშვილი სამადაშვილის გადაწყვეტილებაზე

20.04.21 11:12
ვწუხვარ, რომ ანგარიში არ გაუწია თანაგუნდელებს - ხაბეიშვილი სამადაშვილის გადაწყვეტილებაზე

"ნაცინალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი, ამბობს, რომ სალომე სამადაშვილის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერა მისთვის მიუღებელია. ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ  პარტიის პოლიტსაბჭოზე მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღიათ და  შესაბამისად სამადაშვილის გადაწყვეტილება გაუმართლებელია.

მისი გადაწყვეტილება ვფიქრობ, აბსოლიტურად ამოვარდნილი იყო ,,ნაცმოძრაობის" პოზიციიდან იმიტომ, რომ პოლიტიკურ საბჭოზე ასეთი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, რომ ჩვენ იქ ხელმოწერა უნდა დაგვეფიქსირებინა. მეტსაც გეტყვით, იმ პირობებში, როცა ჩვენი პარტიის თავმჯდომარე არის მძევლად აყვანილი, რაიმე დოკუმენტზე ხელის მოწერა არც პოლიტიკურად, არც მორალურად გამართლებული არ არის. ეს გადაწყვეტილება ქალბატონმა სალომემ მიიღო ინდივიდუალურად და ის ,რომ მან თავად დატოვა პარტია, ეს უკვე ლოგიკური და სწორია. ვწუხვარ, რომ მან ანგარიში არ გაუწია არც თანაგუნდელებს, არც ამომრჩეველს და არც იმას, რომ ჩვენი პარტიის თავმჯდომარე არის დღეს ტყვეობაში და უამრავი თანაგუნდელი იმყოფება დევნაში ," - ამბობს ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილი ამ დრომდე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო, თუმცა პარტიას გუშინ გამოეყო. სამადაშვილმა მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელი არა პარტიის სახელით, არამედ ინდივიდუალურად მოაწერა. სამადაშვილის ამ გადაწყვეტილებას თანაპარტიელებისა და ოპოზიციის დიდი ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.   

მსგავსი სიახლეები