ოპოზიციასთან ფარული ურთიერთობის გამო პარტიის რამდენიმე წევრი გავრიცხეთ - "ოცნება"

20.04.21 12:00
ოპოზიციასთან ფარული ურთიერთობის გამო პარტიის რამდენიმე წევრი გავრიცხეთ - "ოცნება"

“ოპოზიციასთან ფარული ურთიერთობის გამო” ოცნებიდან რამდენიმე წევრი გარიცხეს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" ზესტაფონის საოლქო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს. 

ყოველგვარი უზუსტობისა და შესაძლო პოლიტიკური სპეკულაციის თავიდან ასაცილებლად ვაცხადებთ, რომ 2021 წლის 17 აპრილის მმართველი პარტიის ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც ბიუროს სრული შემადგენლობა ესწრებოდა, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან ფარული, პარტიის ხელმძღვანელობისათვის კატეგორიულად მიუღებელი ურთიერთობის გამო ერთხმად გადაწყდა მაია კახნიაშვილის, ლევან ჭანტურიძისა და პარტიის კიდევ რამდენიმე წევრის პარტიიდან გარიცხვა. 
შესაბამისად, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2021 წლის 17 აპრილის შემდეგ ეს ადამიანები პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრები აღარ არიან! -
აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები