გახარიას გუნდი შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს აწერს

20.04.21 12:39
გახარიას გუნდი შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს აწერს

გახარიას გუნდი შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს აწერს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან გიორგი ხოჯევანიშვილმა გააკეთა კომენტარი. მისი შეფასებით დოკუმენტი არ არის იდეალური, თუმცა კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობაა. 

"პოლიტიკოსების ორივე მხარის უპასიხისმგებლო ქმედებებმა სამწუხაროდ ქვეყანა ჩიხში შეიყვანეს. სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის ხელმძღვანელობაში ბრალდებული ადამიანის მიმართ კანონის არათანმიმდევრული და არაკომპეტენტური აღსრულებით და პარტიაში შევარდნის გზით ეს საქმე აქციეს პოლიტიკური შეთანხმების ნაწილად, რითაც შექმნეს ძალადობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მეტად სახიფათო პრეცედენტი. პოლიტიკოსების ამ უპასუხისმგებლობამ ჩვენი პარტნიორები იძულებული გახადა, პირდაპირ ჩართულიყვნენ ჩვენი ქვეყნის შიდა პროცესებში. დღეს კრიზისის განმუხტვა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი პერსპექტივისთვის ეს არ არის იდეალური შერთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის კრიზისის განმუხტვის და დაძაბულობის შემცირების შესაძლებლობა". - თქვა ხოჯევანიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები