შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოში პოლარიზაციის პოლიტიკის გადალახვას - ჯეიმს აპატურაი

20.04.21 12:52
შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოში პოლარიზაციის პოლიტიკის გადალახვას - ჯეიმს აპატურაი

პოლიტიკური შეთანხმება საქართველოში - ეს ნამდვილად კარგი სიახლეა - ამის შესახებ  კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ, განაცხადა. მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა საქართველოში პოლიტიკურ კრიზისს დაასრულებს. 

პოლიტიკური შეთანხმება საქართველოში - ეს ნამდვილად კარგი სიახლეა ქართველებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომელსაც სურს, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს. ვაფასებთ ევროკავშირისა და ამერიკის ძალისხმევას, რომლებმაც ეს შესაძლებელი გახადეს. შეთანხმება ხელს შეუწყობს პოლარიზაციის პოლიტიკის გადალახვას საქართველოში -  განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. 

 

 

 

ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, მიერ წარმოდგენილ დოკუნენტს, რომელიც მიზნად საქართველოში პოლიტიკურ კრიზისის დასრულებას ისახავს, ხელი ,,ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მოაწერეს.

 

მსგავსი სიახლეები