სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ოქტომბერში აანონსებს (ვიდეო)

20.04.21 12:59
სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ოქტომბერში აანონსებს (ვიდეო)

ადგილოვი არჩევნების წინ თბილისში ჩამოვალ - ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის ინიციატივით გამოვიდა. 

მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ შემოდგომაზე, პრაქტიკულად, რეფერენდუმი დაინიშნა და ის ამის უშუალო მონაწილე იქნება. 

მეც, მიხეილ სააკაშვილი, ამ რეფერენდუმის წინ წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, ფიზიკურად ვიქნები თქვენთან. რა რისკის ფასად არ უნდა იყოს ეს ჩემი სიცოცხლისთვის, მე აუცილებლად ვიქნები ამ პროცესის უაშუალო მონაწილე და თქვენთან ერთად გარდაუვალი გამარჯვების აქტიური შემოქმედი. მინდა, მოგიწოდოთ ერთიანობისკენ, ჩვენ ვართ ძალიან ძლიერი, ქართველი ხალხის გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგება," - ამბობს სააკაშვილი. 

სააკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს. 

უნდა შევიდეთ პარლამენტში, რომელიც უკანონოდ მიგვაჩნია -თქვა სააკაშვილმა. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები