უნდა შევიდეთ პარლამენტში, რომელიც უკანონოდ მიგვაჩნია - სააკაშვილი

20.04.21 13:09
უნდა შევიდეთ პარლამენტში, რომელიც უკანონოდ მიგვაჩნია - სააკაშვილი

მე მინდა მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას, -  ამ განცხადებით მიმართავს თანამებრძოლებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილის თქმით, დოკუმენტი ძალიან ბევრ ხარვეზს შეიცავს, თუმცა მასში ორი მნიშვნელოვანი პუნქტია: ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების შესაძლებლობა. მესამე პრეზიდენტი თვითმმართველობის არჩევნებზე რიგგარეშე არჩვენბის მიბმას ივანიშვილის მმართველობის რეფერენდუმს უწოდებს.    

ის დოკუმენტი, რომელი დაიდო, შეიცავს ძალიან ბერ ხარვეზს და რა თქმა უნდა, ძალიან შორს არის იმისგან, რაც ბოლომდე გადაწყვეტდა კრიზისს, მაგრამ იქ არის ორი მთავარი რამ. პირადი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტიის გმირული თვამჯდომარე ნიკა მელია უნდა გამოვიდეს საპატიმროდან, ისევე, როგორც გიორგი რურუა, ისევე, როგორც უნდა შეწყდეს პოლიტპატიმრების ნაწილის მიმართ პოლიტიკური დევნა და ეს უნდა მოხდეს უპირობოდ. ნიკა მელიამ უნდა დატოვოს საპატიმრო ყოველგვარი დამაცირებელი პირობების, ყოველგვარი გაუგებარი გირაოს გარეშე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის დატოვებს ამ პირობებით საპატიმროს, მე მინდა მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას, იმიტომ, რომ ამ შეთანხმებაში არის მეორე მთავარი პუნქტი: შემოდგომაზე აადგილობრივი თითმმართველობის არჩევნებთან ერთად, პრაქტიკულად, დაინიშნა რეფერნდუმი „ქართული ოცნების“, ე.ი. ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების თაობაზე. 43% ბარიერიანი, მაგრმა ეს არის უკვე დაშვება რიგგარეშე არჩევნების, - განაცხადა სააკაშვილმა. 
 

 მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოსაგებად ყველა ინსტრუმენტი უნდა იქნეს გამოყენებული, მათ შორის, პარლამენტში შესვლაც.

შემოდგომაზე იქნება რეფერენდუმი და ჩვენ ის უნდა მოვიგოთ ადგილობრივი მმართველობის არჩევნების პარალელურად. ამისათვის ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი. ჩვენ უნდა შევიდეთ პარლამენტში, რომელიც მიგვაჩნია უკანონოდ და მოპარული არჩევნების შედეგად. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა სხვა ბრძოლის ფორმა, დემოკრატიულობის ფარგლებში. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მკვეთრი, უნდა ვიყოთ ძალიან ქმედითუნარიანები, ჩვენ უდნა ვიყოთ ძალიან მობილიზებულები, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

მსგავსი სიახლეები