14 წლის წინ, მსოფლიოს პუტინი უნდა შეეჩერებინა, გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ - ლიეტუა

07.08.22 17:11
14 წლის წინ, მსოფლიოს პუტინი უნდა შეეჩერებინა, გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ - ლიეტუა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავს სპეციალური განცხადებით ეხმიანება.

ლიეტუა საქართველოს სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობას აღიარებს და აცხადებს, რომ მსოფლიოს რუსეთი 14 წლის წინ უნდა შეეჩერებინა:

ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. 14 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. აგრესიამ გვაჩვენა განახლებული და მუდმივად მზარდი რუსული რევანშიზმი. მაშინ მსოფლიოს პუტინი უნდა შეეჩერებინა. გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ. რუსეთი ახლა უკრაინაში უნდა შევაჩეროთ. საკმარისია.“ - აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მსგავსი სიახლეები