,,ქართული ოცნებიდან" სიმართლისთვის ბრძოლის გამო გავირიცხე - ლევან ჭანტურია

20.04.21 14:10
,,ქართული ოცნებიდან" სიმართლისთვის ბრძოლის გამო გავირიცხე - ლევან ჭანტურია

სიმართლისთვის ბრძოლის გამო გავირიცხე პარტიიდან - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" უკვე ყოფილი წევრი, ლევან ჭანტურია, აცხადებს. მისი თქმით, ჰქონდათ ინფორმაცია ზესტაფონის მერის კორუფციული გარიგებების შესახებ და ამ ინფორმაციის გასაჯაროვებას აპირებდა, რა მომენტშიც ის და მისი თანაგუნდელი, მაია კახნიაშვილი, დაიბარეს და პასუხი მოსთხოვეს.

დიტო სამხარაძეს შეხვხვდი, რომელიც პარტიის რეგიონულ ორგანიზაციებს კურირებს. მან მითხრა, შეეშვი ზესტაფონის მერს, აქციებს თავი დაანებე და თანამდებობაზე დაგნიშნავ ზესტაფონის მერიაში, ან საკრებულოშიო. ამაზე უარი განვაცხადე. 

სიმართლისთვის ბრძოლისთვის გავირიცხე პარტიიდან - აღნიშნა ტვ პირველთან საუბრისას ლევან ჭანტურიამ.

ამავე მიზეზით გაათავისუფლეს მაია კახნიაშვილიც. ის ამბობს, რომ ზესტაფონის მერის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არჩევნების დროსაც ჰქონდა, მაგრამ მაშინ გასაჯაროვებისგან თავი შეიკავა. ახლა კი აქციის მოწყობას გეგმავდა.

ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია ზესტაფონის მერთან დაკავშირებით, არჩევნების დროსაც მქონდა ეს ინფორმაცია, მაგრამ მაშინ დაძაბულობა იყო და თავი შევიკავე. ზესტაფონის მოსახლეობა მოვა აქციაზე, მათ ინფორმაციას მივაწვდი.

 პარტიაში უნდა იყო მონური მორჩილებით და არ უნდა იკითხო, რას აკეთებ და რატომ აკეთებ, მე ასე არ ვაპირებ - აცხადებს მაია კახნიაშვილი.

 

ლევან ჭანტურაძემ და მაია კახნიაშვილმა გათავისუფლების შესახებ ფეისბუკის საშუალებით გაიგეს. ისინი ზესტაფონის მერის კორუფციული საქმიანობის შეჩერების მოთხოვნით ფართომასშტაბიან გამოსვლებს გეგმავდნენ.