ვაშაძე ევროკავშირის საელჩოში მივიდა და დოკუმენტს ხელი მოაწერა - ამბობს თუ არა პოლიტიკოსი მანდატზე უარს
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, პარტიიდან წასული გრიგოლ ვაშაძე ევროკავშირის საელჩოში მივიდა და შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ვიდეოკადრები ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა. ჩნდება კითხვა, ამბობს თუ არა პოლიტიკოსი საპარლამენტო მანდატზე უარს, თუ ის მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდება.
"ტვ პირველი" დეტალებს არკვევს.
გრიგოლ ვაშაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გასული წლის 15 დეკემბერს დატოვა.
„ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს და, რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – განაცხადა ვაშაძემ პარტიიდან წასვლის დროს.
პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა გუშინ მოაწერეს ხელი.