კალაძეს არაფერი სჭირს საიმისო, რომ ვინმეს გუნდში ვიხილოთ - კახა კალაძე
კახა კალაძე უარყოფს მისი "ქართული ოცნებიდან" შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ აპირებს, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას, გუნდს შეუერთდეს, კახა კალაძე პასუხობს, რომ მას საამისო არაფერი სჭირს.
კახი კალაძეს არაფერი სჭირს, რომ ვინმეს გუნდში ვიხილოთ. ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, თუ ვინ უნდა იყვნენ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მაშტაბით, როდესაც ამის დრო მოვა, პირობას გაძლევთ, პირველი გაიგებთ ჩემგან და პარტიის თავმჯდომარისგან, თუ ვინ იქნებიან ჩვენი მერობის კანდიდატები და ასევე საკრებულოს მიმართულებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით," - თქვა კახა კალაძემ.