დოკუმენტს ხელს ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ მოვაწერ - თამარ კორძაია

20.04.21 14:56
დოკუმენტს ხელს ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ მოვაწერ - თამარ კორძაია

დოკუმენტს ხელს ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ მოვაწერ - ამის შესახებ ,,რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა განაცხადა. კორძაია სოციალურ ქსელში მისი პარტიის გადაწყვეტილებას ახმოვანებს.

იმედს ვიტოვებ, რომ დღეს ბატონი მიშელის ჩამოსვლის შედეგი იქნება ნიკა მელიას დაუყოვნებლივ გამოშვება და საერთაშორისო პარტნიორობით მისი მხრიდანაც დოკუმენტის ხელმოწერა. რაც შეეხება ჩემს ინდივიდუალურ პოზიციას, მიმაჩნია, რომ ვერც მე და ვერც ,,რესპუბლიკური პარტია" დამოუკიდებლად, საარჩევნო ბლოკისა და ამ ბლოკში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მძლავრი მხარდაჭერის გარეშე ვერ მოვიპოვებდით საპარლამენტო მანდატებს, ამიტომ მე მზაობას გამოვხატავ, შევუერთდე საპარლამენტო საქმიანობას ნიკა მელიას გამოსვლისა და მის მიერ დოკუმენტის ხელმოწერისთანავე -აღნიშნა თამარ კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები