როგორ უნდა დაიწიოს საწვავის ფასმა - ამ თემაზე ,,ენმ"-ს ოფისში შეხვედრა მიმდინარეობს
როგორ უნდა დაიწიოს ქვეყანაში არსებული საწვავის ფასმა,? - ამ საკითხზე ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ამ წუთებში პოლიტიკოსები ექსპერტებს ხვდებიან.
ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია ამტკიცებს, რომ ხელისუფლებაა ახლა კონკრეტულ კომპანიებთან გარიგებაშიაა შესული და სწორედ ეს განაპირობებს საწვავის დაურეგულირებელ ფასებს.
მაღალი ფასები ნავთობპროდუქტებზე კვლავ რჩება გამოწვევად. მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პარტიების მხრიდან იქნას კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული, იქნეს შემუშავებული კონკრეტული ინიციატივები, არსებობს ფორმულა და ნაბიჯები, რომლის განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელია საწვავის ფასის შემცირება. თუმცა ამას სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება. - აცხადებს ვასო ურუშაძე.