მსჯელობა მელიას გათავისუფლების გეგმაზე - ,,ენმ"-ს ლიდერმა შესაძლოა, საპატიმრო რამდენიმე საათში დატოვოს

20.04.21 15:21
მსჯელობა მელიას გათავისუფლების გეგმაზე - ,,ენმ"-ს ლიდერმა შესაძლოა, საპატიმრო რამდენიმე საათში დატოვოს

"ტვ. პირველის" ინფორმაციით, ამ წუთებში ოპოზიციასა და შუამავლებს შორის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გათავისუფლების გზებზე მსჯელობა მიმდინარეობს. 

ადვოკატები რუსთავის სასჯელაღსრულების 12-ე დაწესებულებაში უკვე იმყოფებოდნენ და მელიას შეხვდნენ. 

მხარეები უკვე საუბრობენ იმ მექანიზმზე, რომლის მიხედვითაც პარლამენტის ამნისტიამდე შესაძლოა, მელია ციხიდან პროკურატურის შუამდგომლობით გამოუშვან.

მსგავსი სიახლეები