ასეთი ოპოზიციის არსებობას არ ვისურვებდი არც ერთი მთავრობის პიროობებში - მიხეილ სარჯველაძე

13.08.22 13:46
ასეთი ოპოზიციის არსებობას არ ვისურვებდი არც ერთი მთავრობის პიროობებში - მიხეილ სარჯველაძე

,,ქართული ოცნების" ახალი შეტევა ოპოზიციაზე - სახელისუფლებო პარტია ოპონეტებს პოლიტიკური იზოლაციით ემუქრება და მათს დესტრუქციაზე საუბრობს.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ადამაინის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, სრულად იზიარებს თანაგუნდელის, არჩილ თალაკვაძის, შეხედულებას, რომ ქვეყანას სულ სხვა სახის ოპოზიცია სჭირდება.

საუბარია იმაზე, რომ რაც თქვა არჩილმა, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური რამ. რა თქმა უნდა, ხელისუფლება დაინტერესებულია, ამასაც რომ თავი დავანებოთ, მე პირადად ვისურვებდი, რომ ქვეყანას ოპოზიციაში ჰყავდეს ძალა, რომელიც იქნება პასუხისმგებლიანი, რომლის პრიორიტეტი იქნება სახელმწიფოს ინტერესი.

ასეთი ოპოზიციის არსებობას, რაც დღეს არის, მე, როგორც მოქალაქე, არ ვისურვებდი არც ამ ხელისუფლების, არც სხვა მთავრობის პირობებში. 

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გარემო იყოს რაც შეიძლება, დემოკრატიული. - განაცხადა სარჯველაძემ.

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, გუშინ გამოსვლისას ოპოზიციას კიდევ ერთხელ დაესხა თავს და განაცხადა, რომ ანტიდემოკრატიული პარტიები უნდა ჩანაცვლდნენ.

არსებობს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ქუჩის პოლიტიკას ემხრობა და არსებობს ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ევროპულ, საპარლამენტო შედეგებზე ორიენტირებულ პოლიტიკას უჭერს მხარს. თუ რომელი სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ამაზე პასუხი, ვფიქრობ, ნათელია. საქართველო აღარასდროს დაუბრუნდება ქუჩის და დესტაბილიზაციის პოლიტიკას.

ჩვენ როგორც ხელისუფლება, გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გაგრძელდეს დემოკრატიული რეფორმები და რადიკალური ანტისისტემური, ანტიდემოკრატიული პარტიები ჩაანაცვლონ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთაც ჩვენი საზოგადოება აირჩევს შემდეგ არჩევნებში - განაცხადა თალაკვაძემ.

ოპონენტები ფიქრობენ, რომ თალაკვაძემ და სარჯველაძემ ბიძინა ივანიშვილის მთავარი სურვილი გააჟღერეს:  ოლიგარქს სურს, ,,ოცნებისგან" ე.წ.  განდგომილებისგან ახალი ოპოზიციური პარტია შექმნას, რითაც ამჯამად მოქმედ პარტიებს ჩაანაცვლებს.

 

მსგავსი სიახლეები