,,ოცნების" მთავარი პრობლემა ხალხის პროდასავლური განწყობებია - საბა ბუაძე
,,ქართული ოცნებისთვის" მთავარი პრობლემა არის პროდასავლური განწყობები - ,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე, არჩილ თალაკვაძის განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის მთავარ გამოწვევად მოსახლეობის უმრავლესობის ევროატლანტიკური მისწრაფებები გახდა, ამიტომაც ყველაფერს აკეთებენ, რათა ეს განწყობა შემცირდეს.
საბა ბუაძე ამ ფაქტით ხსნის ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ახალ იერიშს ოპოზიციაზე.
დღეს ,,ქართული ოცნებისთვის" მთავარი პრობლემა არის პროდასავლური განწყობები და ის, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპაში ინტეგრაციას. სწორედ ამიტომ ისინი ცდილობენ, შეამციროს პროდასავლურად განწყობილი ხალხის რაოდენობა. შესაბამისად, ვხედავთ, არის იერიში პროდასავლურ პარტიებზე.
ამიტომაც არ არის გასაკვირი ეს განცხადებები, ვინაიდან ივანიშვილის მთავარი გამოწვევა პროდასავლურად განწყობილი ხალხი და პარტიებია - განაცხადა საბა ბუაძემ.
ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რადიკალური ანტისისტემური, ანტიდემოკრატიული პარტიები ჩაანაცვლონ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთაც ჩვენი საზოგადოება აირჩევს შემდეგ არჩევნებში - განაცხადა გუშინ არჩილ თალაკვაძემ.