ციხიდან ნივთმტკიცება, წებოვანი ლენტა, გამოტანილია, დანარჩენს გამოძიება დაადგენს - ნინო გოგაშვილი
ეს არ იყო წახალისება, ეს იყო კანონდარღვევა - სოსო გოგაშვილის ოჯახი ამბობს, რომ სუსი-ს ყოფილ მაღალჩინოსანთან შეხვედრა უკანონოდ მხოლოდ იმიტომ მოხდა რომ ოჯახის წევრები გაეჩუმებინათ.
სოსო გოგაშვილის შვილის, ნინო გოგაშვილის, ინფორმაციით, ყველა მტკიცებულება ციხის საშხაპიდან განხორციელებული საუბრების შესახებ უკვე საიმედო ხელშია.
ეს პროცესი მთლიანად იყო უკანონო ქმედება, რადგან მუქარა და ზეწოლა არ შეიძლება, კანონიერი იყოს. იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ გოგაშვილი დადებითი ქცევის გამო დასაჩუქრდა და წაახალისეს ის, რომ ენახა ოჯახის წევრები.
მაგრამ ამას არ ჰქონდა წახალისების სახე, პაემანი იმიტომ დაგვინიშნეს, რომ მამაჩემს მუქარის შესახებ ეთქვა და ჩვენც უნდა გავჩუმებულიყავით. ასევე ისინი სოსო გოგაშვილისგან სასურველი ჩვენების მიცემას ითხოვდნენ იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რაზეც მან ისაუბრა ციხეში ყოფნის პერიოდში.
ეს არიყო წახალისება, როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, ეს იყო მუქარისა და ზეწოლის მიზეზი.
როგორც ბრიფინგზე ჩვენმა ადვოკატმა განაცხადა, ეს წებოვანი ლენტი უკვე გამოტანილია რუსთავის მე-12-ე დაწესებულებიდან. თუკი ის ვარგისი იქნება, შესაბამისად, ექსპერტიზა ჩატარდება. დანარჩენს უკვე შემდგომ გამოძიება დაადგენს, მაგრამ ამ წებოვანი ლენტის გარეშეც მტკიცდება ყველა დარღვევა, რაც დაფიქსირდა გასულ კვირებში. - განაცხადა ნინო გოგაშვილმა.
სოსო გოგაშვილის სახელით დღეს ფეისბუქის პირად გვერდზე ახალი წერილი გავრცელდა სათაურით ,,არამოდელირებული კრიმინალური ქრონიკა".
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ირონიით ბიძინა ივანიშვილისა და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების საუბრის შესახებ წერს. პოსტის მიხედვით, დილოგში ფიგურირებენ ივანიშვილი გენერალურ პროკურორი ირაკლი შოთაძე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, ასევე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სადაც გოგაშვილის საქმეს განიხილავენ და ივანიშვილისგან დავალებებს იღებენ.