ყვითელი ბარათი "ოცნებას" - ევროკავშირის კრიტიკული ანგარიში საქართველოს შესახებ
მედიის თავისუფლების მნიშვნელოვანი გაუარესება, მოსმენების სკანდალი, გაშიფრული ფაილები, სასამართლო რეფორმის რეგრესი და ძირის გამოთხრა ქვეყნის დემოკრატიული საფუძვლებისთვის - ევროკავშირი ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს.
ევროკომისიის აპარატის კრიტიკულ დოკუმენტში ის სისტემური გამოწვევებიA განხილული, რომლის წინაშეც საქართველო დგას. მასში ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებიც მოხვდა.
დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა სახალხო დამცველის აპარატსაც. ევროკავშრის შეშფოთებას გამოთქვამს ომბუდსმენის ზეწოლის გამო, რომელიც ნინო ლომჯარიაზე პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებზე ხმამაღალი საუბრის გამო განხორციელდა.
დასკვნაში ასევე, საგარეო საკითხების შესახებაც წერია. საუბარია საქართველოს ხლისუფლების მხრიდან რუსეთისთვის სანქციების არდაწესებაზე.
2021 წელს გამოწვევები ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა, მათ შორის - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეზღუდვები პარლამენტის ფუნქციონირებაში. ცნობები ქართული და დიპლომატიური საზოგადოების ნაწილის მოსმენების შესახებ. გასული წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის რეფორმა შეფერხდა და ძრითად სფეროებში რეგრესიც კი განიცადა. რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კანონი დაჩქარებული წესით იყო მიღებული პარლამენტის მიერ ევროკავშირის ან ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ აუცილებელი კონსულტაციებისა და ანალიზის გარეშე. ეს კანონები სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას დანიშვნის საკვანძო პროცედურებს, ფარული თვალთვალის პროცედურებს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლას მოიცავდა, - ნათქვამია ევროკომიის დოკუმენტში.