იზრდება რისკები , რომ საქართველო მოხვდეს იზოლაციაში - პაატა მანჯგალაძე

14.08.22 11:38
იზრდება რისკები , რომ საქართველო მოხვდეს იზოლაციაში - პაატა მანჯგალაძე

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. საუბარია ტომას ილვესის განცხადებაზე, სადაც მან პირდაპირ თქვა, რომ ევროპა "ქართული ოცნების" პოლიტიკით იმედგაცრუებულია.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ მოქმედი ხელისუფლების კურსის პირობებში, არსებობს რისკი, რომ საქართველო იზოლაციაში მოექცეს. 

მაშინ, როცა მთელის ახელისუფლებ რესურსი მობილიზებული უნდა იყოს მთავარი იდეის, ევროპაში ინტეგრაციის იდეას ვგულისხმობ, ამის მიღწევაზე, "ქართული ოცნება" დაკავებულია ანტიდასავლური, ანტიამერიკული, შესაბამისად, ანტიქართული ისტერიით. რისკები იზრდება, რომ საქართველო მოხვდეს იზოლაციაში და ნაცვლად ევროპისა, მოხდეს საქართელოს ბელორუსიზაცია, - თქვა მანჯგალაძემ.

 

მსგავსი სიახლეები