"საქართველო სულ უფრო შორდება ევროკავშირს" - ხაზარაძე ევროკავშირის კრიტიკულ ანგარიშზე
"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ევროკავშირის ყოველწლიურ კრიტიკულ ანგარიშში, რომელიც საქართველოს ეხება, ახალი არაფერი წერია. მისი თქმით, ის, რომ საქართელო ევროკავშირს სულ უფრო შორდება, ესეც ცხადია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ერთადერთ გამოსავლად ხელისუფლების ცვლილებას მიიჩნევს.
ეს პრობლემები ახალი არ არის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ "ქართული ოცნების" პირობებში ბოლო წლების განმავლობაში საქართველო სულ უფრო და უფრო შორდება ევროკავშირს. ახალი აქ არაფერი წერია, მე ვიტყოდი, რომ უფრო რბილად წერია ეს ყველაფერი. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის "ქართული ოცნების" ჩამოშორება ხელისუფლებიდან და ისეთი კოალიციური მთავორბის მოყვანა ხელისუფლებაშ, რომელიც ნამდვილად ქართველი ხალხის ოცნებას და მიზანს აასრულებს ძალიან მალე, - თქვა ხაზარაძემ.