"საგანგაშო დოკუმენტია" - რომან გოცირიძე ევროკავშირის კრიტიკულ ანგარიშზე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე საქართველოს შესახებ ევროკომისიის აპარატის ანგარიშს საგანგაშს უწოდებს. ოპოზიცონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა ჩამოძონძილ 90-იანი წლების საბჭოთა რესპუბლიკად აქცია.
ეს დოკუმენტი არის საგანგაშო, ძალიან ცუდი ქვეყნისთვის. ეს აჩვენებს ქვეყნის რეალურ მდგომარეობას, რომელიც ბრუნდება რუსეთისკენ და ფაქტობრივად, საქართველო დაემსგავსა ჩამოძონძილ 90-იანი წლების საბჭოთა რესპუბლიკას. ერთადერთი ეს სიტყვა არ არის ნახმარი, დანარჩენი ყველაფერი თქვეს და ისიც თქვეს, უკვე ჯერი საქართველოს ხელისუფლებაზეა, გადადგამთ ნაბიჯებს? გაგიღებთ კარს, - თქვა გოცორიძემ.